არჩილ თალაკვაძე ომბუდსმენის რეკომენდაციაზე განმარტებას აკეთებს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 18:19

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციას #19 საბყრობილესთან დაკავშირებით პასუხობს.

მისი განცხადებით, მკურნალობა ციხეში ისეთივე სტანდარტულია, როგორიც სამოქალაქო სექტორში.

„მკურნალობის სტანდარტი ციხეში არის თანაბარი, რაც არის სამოქალაქო სექტორში და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამით ხორციელდება მკურნალობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე, დირექტორზეც ისაუბრა და აღნიშნა, დაწესებულების დირექტორი არ ერევა მათ სამედიცინო გადაწყვეტილების მიღებაში.

„დაწესებულებას ჰყავს ახალი, თანამედროვე ტიპის მენეჯერი, რომელსაც აქვს განათლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და ასევე აქვს დამთავრებული ეკონომიკური სკოლა. სამედიცინო პერსონალი არის დამოუკიდებელი სამედიცინო გადაწყვეტილების მიღებაში და ადმინისტრაცია სამედიცინო საქმიანობაში არანაირად არ ერევა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ, ასევე გამოაქვეყნა მედიკამენტების შესყიდვის ანალიზი, თუ როგორ გაიზარდა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ერთი პირის მიმართ გამოყოფილი თანხა მედიკამენტებისთვის.

„ანტიტუბერკულოზურ მედიკამენტებზე მოთხოვნა არის 100 % დაკმაყოფილებული, რაც შეეხება არატუბერკულიოზის მედიკამენტებს, 2011-2012 წლებისგან განსხვავებით 2012-2013 წლის ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მედიკამენტების დანახარჯმა მოიმატა 26 ლარიდან 49,5 ლარამდე ერთ მსჯავრდებულზე. ეს არის თითქმის ორმაგი ზრდა ფარმაკოლოგიური დანახარჯის და ეს ხდება ზუსტად ამ დაწესებულებაში სადაც პრეტენზიებს გვიყენებენ რომ მედიკამენტების რაოდენობა შეზღუდულია“, - განაცხადა თალვაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა #19 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს მიმართა, რომ შეესწავლა აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და რეაგირება მოახდინოს პატიმრების სამართლიან მოთხოვნებზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5