მთავრობის კანცელარიასთან ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის აქცია გაიმართა

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 18:12

მთავრობის კანცელარიასთან ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ რეგიონს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი  მოთხოვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების დათხოვნაც იყო.

აქციის მონაწილეებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი შეხვდა, მათ პრემიერთან შუამდგომლობას დაჰპირდა და განაცხადა, რომ 15 აპრილს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონს ეწვევა და პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46