მამაკაცის ფსიქოლოგიის შესახებ ანუ რჩევები ქალებს

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 14:57

ქალების უმრავლესობა ხალხში არსებული დოგმებითა და მოსაზრებებით ცდილობს სასურველი მამაკაცის გულის მონადირებას. ის კი ავიწყდებათ, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდია და ყველას თავისებული ხასიათი გააჩნია.

ამიტომ უმჯობესია, საყვერელი ადამიანის დადებითი და უარყოფითი თვისებები თქვენ თვითონ შეისწავლოთ და იმის მიხედვით იმოქმედოთ. მაგალითად ის, რომ მამაკაცებს უყვართ ქალები, რომლებიც მიუწვდომლები არიან, ეს ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ არასდროს მიწეროთ პირველმა ან პასუხი არ გასცეთ ან არ შეხედოთ და მსგავსი რაღაცეები, როგორც ჩვევიათ ქალებს. ასეთი ურთიერთობით მამაკაცი იღლება, უბრალოდ, უნდა ვეცადოთ მათთვის საინტერესოები ვიყოთ. არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უყურადღებობით გამოიჩინოთ თავი, რადგან იფიქრებს, რომ თქვენთვის სულ ერთია ეს ურთიერთობა.

მაგალითად, არსებობს შეხედულება, რომ მამაკაცები მთელი ცხოვრება პირადი თავისუფლებისაკენ ისწრაფიან, თუმცა, სინამდვილეში, ნებისმიერ ნამდვილ მამაკაცს უდგება მომენტი, როდესაც ძალიან სურს ოჯახის შექმნა, მეორე ნახევრის პოვნა, სახლში ჰყავდეს საყვარელი  მეუღლე და გაზარდოს შვილი. პრაქტიკულად, ყველა მამაკაცს რჩება მისწრაფება, სამუდამოდ თავისუფალი იყოს ქალური პრეტენზიებისაგან, ჩუმი ან ხმამაღალი ისტერიკებისა და მითითებებისაგან, თუ როგორ უნდა იცხოვროს.

დგება ასაკი, როდესაც ქალსაც და მამაკაცსაც სურს ოჯახის შექმა. ამ შემთხვევაში ინიციატივა ნამდვილად კაცმა უნდა გამოიჩინოს, რადგან ხშირად ქალის ასეთი სურვილები მათზე უარყოფითად მოქმედებს და ჰგონიათ, რომ მათ რაღაცას აძალებენ ან აიძულებენ. ამიტომ ეცადეთ ისეთი ურთიერთობა გქონდეთ, რომ თვითონ მიიყვანოთ ამ დასკვნამდე, რომ მას თქვენთან ერთად ოჯახის შექმნა მოუნდეს, თანაც ისე, რომ თქვენ არასოდეს გაამახვილეთ განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი ამ თემაზე.

თუ ოჯახში მშვიდობა გინდათ და საყვარელი მამაკაცი გვერდით - არ არის საჭირო გამოიყენოთ გადაუმოწმებელი "ჭეშმარიტებები”. უმჯობესია, ბედნიერების მოპოვების საშუალებები საკუთარ თავში ეძებოთ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46