სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვით განისაზღვრება

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 17:33

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 4 - 5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი დამატებით შეიტანა, მათ შორისაა კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 კანონის მიხედვით, გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება 12 თვით (მოქმედი რედაქციით - გაწვევის ვადაა 15 თვე).

კანონი ასევე გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ იქნენ 15 თვის ვადით.

გაწვევის გადავადებად ასევე პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების - გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების შესაბამისად - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე პერიოდი განისაზღვრება.

პარლამენტმა ბიუროს დღვანდელ სხდომაზე ასევე დღის წესრიგში დამატებით შეიტანა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41