სასურველ ფორმებსა და ჯანსაღ ორგანიზმს Nike Training Club-ით მიაღწევთ

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 16:33

„Nike Training Club“-მა მსოფლიოში ცოტა ხნის წინ გაითქვა სახელი, ეს არის აპლიკაცია რომელიც არის შემუშავებული კომპანია „Nike“-ის წამყვანი ტრენერებისა და სპორტსმენების მიერ. მასში შედის დაახლოებით 85-მდე ვარჯიში, რის შედეგადაც  შესძლებთ მიაღწიოთ სასურველ ფორმებსა და ჯანსაღ ორგანიზმს.

„Nike Training Club“-ი არის იმ ადამიანებისთვისაც კი, ვისაც გადატვირთული გრაფიკი აქვთ, ეს აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას, რომ მძიმე დღე კიდევ უფრო არ გაირთულოთ სპორტდარბაზში სიარულით და სახლში აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარჯიშის დონე, ხანგრძლივობა, დატვირთვა, თუმცა, ჯერ უნდა აირჩიოთ მიზანი, იქნება ეს გახდომა, ტონუსში ყოფნა თუ უბრალოდ, გაძლიერება ფიზიკურად თუ სულიერად, ვარჯიში ხომ ორივე მხარეზე ახდენს გავლენას.

“Nike”-ის პირადი ინსტრუქტორი ვარჯიშის ყველა ეტაპზე გაძლევთ შენიშვნებს, აპლიკაციას თითოეული ვარჯიშისთვის მოჰყვება ვიდეოინსტრუქცია, რათა მომხმარებელმა ზუსტად გაიმეოროს.

ვარჯიში ყოველდღე უფრო მრავალფეროვანი ხდება, რადგამ რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, მით უფრო სახალისო პრიზებს მიიღებთ, მთავარი პრიზი კი “Nike”-ის წამყვან ტრენერებთან ვარჯიშია.

ამ აპლიკაცია იყენებს ცნობილი სახეები. მარია შარაპოვა ყოველდღე ამხნევებს ქალებს, რომ ივარჯიშონ „Nike Training Club“-ის დახმარებით.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55