ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულების დირექტორი კახაბერ გველესიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 16:25

ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულების დირექტორი კახაბერ გველესიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სასჯელ-აღსრულების #19 დაწესებულების დირექტორი სამინისტროს ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსპიკერის ირაკლი კორძაიას თქმით, მან არ იცის, უკავშირდება თუ არა გველესიანის გათავისუფლება დაწესებულებაში არსებულ რთულ ვითარებაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს,

გველესიანი სამი დღის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

სამინისტროში ჯერ არ იციან, ვინ შეცვლის გველესიანს.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა #19 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესწავლის რეკომენდაციით სოზარ სუბარს ჯერ კიდევ გუშინ მიმართა, რათა შეისწავლოს აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და რეაგირება მოახდინოს პატიმრების სამართლიან მოთხოვნებზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44