მამაკაცები განქორწინების შემდეგ 3 ტიპად იყოფიან

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 16:36

ოჯახის დანგრევა ქალებითვისაც და მამაკაცისთვისაც ძალიან ძნელია. ცნობილია, რომ ამას ქალები უფრო რთულად აღიქვამენ და განიცდიან, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. ქალები თითქოს მეტად ცდილობენ ოჯახის შენარჩუნებას, ხოლო საკითხის ღრმად შესწავლა ცხადყოფს, რომ მამაკაცი გაყრას უფრო ძნელად იტანს.

მამაკაცები არც ისეთი ძლიერები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ისინიც საკმაოდ ემოციურები არიან და, რა თქმა უნდა, ოჯახი უმეტესობისთვის ძალიან ღირებულია. ამიტომ ხშირად თვითმკვლელობამდეც კი მიდიან, რომ არაფერი ვთქვათ დეპრესიაზე.

მამაკაცები, როგორც წესი, ეძებენ სითბოს და სიყვარულს და ადამიანს, რომელიც მასზე იზრუნებს. ხოლო როცა რეალობაში ისინი მარტო აღმოჩნდებიან,  შიში იპყრობთ და ხშირად ამ იმედგაცრუების შესახებ არ სურთ ხმამაღლა საუბარი.

გაყრის შემდეგ მეტისმეტად სწრაფად დაწყებული ახალი ურთიერთობა შეიძლება კრახით დასრულდეს, ხშირად მამაკაცების უმეტესობა პირველსავე შემხვედრზე ქორწინდება, ოღონდ საკუთარ განცდებთან მარტო არ დარჩეს.

გაყრის შემდეგ მამაკაცის ქცევაში რამდენიმე თავისებურება შეინიშნება. ამის მიხედვით ისინი შეიძლება სამ ტიპად დავყოთ. პირველ ტიპს საომარი, ზიზღით აღსავსე მამაკაცები მიეკუთვნება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა ცხოვრება გაურთულონ ყოფილ ცოლს. მეორე ტიპი მშვიდად ხვდება გაყრას. ისინი არც მეგობრობენ ყოფილ ცოლთან, მაგრამ არც ომს უცხადებენ; უბრალოდ, ცდილობენ, მის გარეშე გააგრძელონ ცხოვრება. ასეთი მამაკაცები გაცილებით ხშირად ინარჩუნებენ ყოფილ ცოლთან, ბავშვებთან, ყოფილ საერთო მეგობრებსა და ნათესავებთან ნორმალურ ურთიერთობას. მესამე კი ის ტიპია, რომელსაც გაყრა ერთგვარად აცოცხლებს და სტიმულს აძლევს. განქორწინებისას უეცრად გრძნობენ, როგორ უყვართ და სჭირდებათ ცოლი, თუმცა რამის შეცვლა უკვე შეუძლებელია. ასეთი მამაკაცები ხშირად ყველაფერს აკეთებენ ურთიერთობის აღსადგენად.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5