ფხენიანმა „დაუნდობელი“ თავდასხმის შესახებ ამერიკას შეტყობინება გაუგზავნა

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 17:30

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საბოლოო გადაწყვეტილებაა გაახმოვანა ე.წ. „დაუნდობელი“ თავდასხმის შესახებ ამერიკის წინააღმდეგ. France-Presse-ის ცნობით,  ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს,  რომ სახელმწიფო მზადაა უპასუხოს აშშ-ს მტრულ პოლიტიკას „სხვადასხვა თანამედროვე მსუბუქი ბირთვული დარტყმებით“.

„აფეთქების დრო სწრაფად ახლოვდება“, - განაცხადეს მიმართვაში, სადაც აღნიშნულია, რომ ომი შეიძლება დაიწყოს კორეის ნახევარკუნძულზე „დღეს ან ხვალ“.

ფხენიანიანი კონფლიქტის მთელ პასუხისმგებლობას ამერიკას აკისრებს, რომელიც  სამხედრო წვრთნებს სამხრეთ კორეასთან ერტად ატარებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჯერ კიდევ 21 მარტს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა აშშ-ს სამხედრო ბაზებს იაპონიაში. 26 მარტს კი გამოაცხადა ამერიკის მატერიკის ტერიტორიაზე, ჰავაისა და გუამის კუნძულებზე თავდასხმისთვის მზადყოფნა.

პენტაგონმა, თავის მხრივ, 3 აპრილს გააძლიერა სარაკეტო თავდაცვა გუამის კუნძულზე.

მარტში ფხენიანმა დაარღვია შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ხოლო შემდეგ ზავი სამხრეთ კორეასთან, ასევე მწყობრიდან გამოიყვანა საგანგებო კომუნიკაციების ქსელი ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. 30 მარტს კი ფხენიანმა გამოაცხადა „საომარი მდგომარეობა“ სამხრეთ კორესთან.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45