კახი კალაძეს უმცირესობამ გაზიფიცირების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 16:24

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახი კალაძის და უმცირესობის დეპუტატების შეხვედრა დღეს გაზიფიცირების საკითხებზე საუბრით დაიწყო. კახი კალაძემ უმცირესობის წევრებს, საქართველოში გაზიფიცირების  საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

უმცირესობის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის მინისტრს რეგიონების მიხედვით დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს,  თუ რა ვადებში მოხდება საქართველოს მოქალაქეებისა და ოჯახების გაზიფიცირება.

კახი კალაძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ პატარა პრობლემები გაზიფიკაციასთან დაკავშირებით, თუმცა სოკარი დაითანხმეს იმაზე, რომ დამატებით წელსვე 25 ათასი აბონენტის გაზიფიცირებას მოახდენს.

მინისტრის თქმით,  მთელი საქართველოს მაშტაბით 2015 წლამდე 1050 000 ათასი ოჯახი იქნება გაზიფიცირებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46