საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს ბელორუსის დელეგაცია გაეცნო

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 15:59

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამუშაო ვიზიტით დღეს ბელორუსის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში ბელორუსის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, ეროვნული კადასტრის სააგენტოს და სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები შედიან.

ვიზიტის ძირითადი მიზანია, გაეცნონ ქონების რეგისტრაციის სისტემის ქართულ მოდელს, ბიზნესის დაწყების გამარტივებულ პროცედურებს და საქართველოში მიწის ადმინისტრირების სფეროში გატარებულ რეფორმას.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის გარდა სხვა სამთავრობო უწყებებსაც ეწვევიან. დაგეგმილია შეხვედრები საჯარო რეესტრის ავტორიზებულ მომხმარებლებთან. სტუმრები დაათვალიერებენ ლილოს არქივს, ასევე შეხვდებიან ტექნიკური და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

ბელორუსის დელეგაციის ვიზიტი 6 აპრილს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46