შსს–მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 15:41

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 5 კილოგრამამდე „ოპიუმი“, 3 კილოგრამამდე „ჰეროინი“, 2500 აბი „სუბუტექსი“  და სხვა ნარკოტიკული საშუალებები შესაბამისი წესით გაანადგურა.

სამართალადამცველები, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს–ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46