როგორ მოგეწონებათ, საია-ს თანამშრომლების ნარკოლოგიურ ტესტზე შემოწმება რომ მოვითხოვო? - ირაკლი ღარიბაშვილი

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 15:42

მე არ ვიცი, რატომ ითხოვენ ჩემი თანამშრომლების ნარკოლოგიურ ტესტზე შემოწმებას, - განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.  

მისი თქმით, ნარკოლოგიური ტესტი პოლიციის ყველა თანამშრომელს აქვს გაკეთებული, მათ შორის, ვალერი თელიასაც.

"მე არ ვიცი, რატომ ითხოვენ ჩემი თანამშრომლის ნარკოტესტზე შემოწმებას. როგორ მოგეწონებათ, მე რომ მოვითხოვო საია-ს თანამშრომლების ან სხვა ორგანიზაციის და სხვა სამინისტროს თანამშრომლების ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარება. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ მე ვიყავი ინიციატორი, პირველი მე წავედი და მე ჩავაბარე ნარკოტესტი, ასევე ჩემმა მოადგილეებმა, აბსოლუტურად ყველა სამმართველოს უფროსმა და მისმა მოადგილეებმა, დეპარტამენტის უფროსებმა, მათ შორის, ვალერი თელიამაც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვალერი თელიას სამსახურიდან დათხოვნას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში 28 მარტს საიას აჭარის ოფისის თანამშრომელსა და აჭარის პოლიციის უფროსს შორის მომხდარი ინციდენტის გამო მოითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61