ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 15:36

გორის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე და აკადემიის რექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აგლაძე დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აკადემიის სასწავლო პროცესის გაცნობა და მიმდინარე რეფორმებზე საუბარი იყო. ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად აკადემიის რექტორმა სპეციალურად სტუმრებისთვის დღეს პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებმა სასწავლო პროცესის დახვეწასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილესა და აკადემიის რექტორს თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარუდგინეს.

თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე რეფორმებზე, სამხედრო მოსამსახურეების განათლების გაუმჯობესების მეთოდებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46