არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა" პროექტს „საქართველო ევროპაში" ახორციელებს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 15:26

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა" პროექტს „საქართველო ევროპაში" ანხორციელებს. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევრო–კუთხე გაიხსნა, სადაც მოწვეული იყო ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვი.

პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში ევროკავშირის თემატიკასთან დაკავშირებით საქართველოს 10 რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, შეხვედრების დროს მოხდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის, ევროპის სამეზობლო პოლიკის და საქართველო ევრო ინტეგრაციის საკითხებზე. შეხვედრები გაიმართა ქვემო და შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელოს და სამცხე–ჯავახეთის რეგიონების მკვიდრ მოსახლეობასთან, მოსახლეობის მხრიდან თემატიკის მიმართ დიდი ინტერესი გამოიკვეთა და გამართულ დებატებში ევროკავშირთან მიმართებაში სხვადასხვა სახის ინიციატივები წამოიჭრა.

„ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ მსგავსი კუთხეების გახსნას თელავის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთისა და ახალციხის უნივერსიტეტებშიც გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5