ირაკლი ღარიბაშვილი თელიაზე გავრცელებულ ინფორმაციას ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, სამარცხვინოს უწოდებს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 15:28

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აჭარის შს სამმართველოს უფროსის, ვალერი თელიას საავადმყოფოში ყოფნის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამარცხვინოა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თელია ნარკოტიკების მოხმარების გამო მოხვდა საავადმყოფოში.

„რაღაც პრობლემა შეექმნა ჯანმრთელობის და მე მგონი, ამაზე არ ღირს ლაპარაკი. მე გუშინ გავიგე, რომ მან თითქოს რაღაც ნარკოტიკული ნივთიერებები მოიხმარა და ამიტომ მოხვდა საავადმყოფოში, ეს უბრალოდ სამარცხვინოა, ასეთი ლაპარაკი არის ყოვლად დაუშვებელი. ამ ადამიანს 24 საათის განმავლობაში, დღე და ღამე ჰქონდა და აქვს გასწორებეული, ის ძალიან მალე გამოვა კლინიკიდან და გააგრძელებს მუშაობას. ის 24 საათის განმავლობაში ზრუნავს აჭარის მოსახლეობის დაცვაზე და  იქ რომ  სტაბილური ვითარებაა, ეს მისი დამსახურებაა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია კლინიკა "მედინაშია" გადაყვანილი. თელია თავდაპირველად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 აპრილს დაახლოებით 23:00 საათზე მიიყვანეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55