თბილისის მერმა მეტეხის აღმართსა და ჯორბენაძის ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 15:17

თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს მეტეხის აღმართსა და ჯორბენაძის ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2012 წლის თებერვალში დაიწყო.

 ხელოვნებათმცოდნეებმა, არქიტექტორებმა, კონსტრუქტორებმა და გეოლოგებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს და შენობების ფიზიკური მდგომარეობა საფუძვლიანად შეისწავლეს, რის შემდეგაც ქუჩის თითქმის ყველა შენობაზე კომპლექსური რესტავრაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო.

მეტეხის აღმართსა და ჯორბენაძის ქუჩაზე აღდგენა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 40 სახლს. სამუშაოების ფარგლებში გამაგრდა სახლების საძირკვლები და კედლები, მოეწყო ანტისეისმური სარტყლები, განხორციელდა ფასადების სრული რესტავრაცია, შენობების სახურავები განახლდა და შესაბამისი მასალით გადაიხურა. მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოების საბოლოო დასრულებმადე ქუჩის მთელ პერიმეტრზე დაიგება ასფალტის საფარი და დამონტაჟდება გარეგანათების ახალი სისტემა.სამუშაოების შედეგად გამოვლენილ ისნის დამცავი კედლების საძირკვლების ნაშთებზე აღდგენილ იქნა გვიან ფეოდალური ხანის ისტორიული ციხე-გალავნის გოდოლები, რაც უბანს კოლორიტულ იერს სძენს.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის კიდევ ერთი ქუჩა მიმზიდველ იერსახეს შეიძენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი