წალენჯიხის საკრებულოს შენობის წინ აქცია მიმდინარეობს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 15:11

წალენჯიხის საკრებულოს შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფს ორი საათის განმავლობაში საკრებულოს და გამგეობის შენობა პიკეტირებული ჰქონდა.

"ქართული ოცნების" აქტივისტები წალენჯიხის საკრებულოში და გამგეობაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასაქმებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები, ასევე, "ნაციონალურ მოძრაობას" სოფლის მეურნეობის ვაუჩერთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

სავარაუდოდ, საინიციატივო ჯგუფი დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46