19 აპრილის აქციისთვის მობილიზება ზეწოლით ხდება - ზაზა გაბუნია

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 14:41

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, თბილისში მიმდინარეობს მასშტაბური პროცესი მერიასა და მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების თანამშრომელთა 19 აპრილის აქციისთვის მობილიზება ხდება.

დეპუტატის განცხადებით, არის შემთხვევები, როცა აქციაზე წასვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, დასაქმებულებს სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

“იმისათვის, რომ 19 აპრილის აქციისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდეს და რომ გამოვლინდეს ყველა ის ფაქტი, რომლითაც დადასტურდება მერიის და მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტები, მე ვთხოვ არასამთავრობო ორგანიზაციებს აწარმოონ მკაცრი კონტროლი და მონიტორინგ პროცესზე 19 აპრილამდე და უშუალოდ დემონსტრაციის დღეს”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ფრაქციის თავმჯდომარე ამ თხოვნით ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართავს, რომლებიც თვითთმმართველობის საკითხებზე მუშაობენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი