არასრულწლოვანმა პრობაციონერებმა ”კათარზისში” მოხუცებს სადილი გაუწყვეს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 14:05

თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა არასრულწლოვანმა პირობით მსჯავრდებულმა სათნოების სახლის ”კათარზისი” პერსონალს ხანდაზმულთა მომსახურებაში დახმარება გაუწია. მოზარდებმა 310 მოხუცს სადილი გაუწყვეს.

არასრულწლოვნებთან ერთად, მოხუცებულთათვის დახმარებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ.

ამ სახის ღონისძიება უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა - ანალოგიური ჰუმანიტარული აქცია ”კათარზისში” უკვე მეოთხედ ჩატარდა. სათნოების სახლისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთა შეთანხმებით, მოხუცებულთა დასახმარებლად არასრულწლოვანთა ჩართულობა მომავალშიც გაგრძელდება.

პრობაციის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად აწყობს მსგავს ჰუმანიტარულ ღონისძიებებს, რაც არასრულწლოვან პრობაციონერებს ჩადენილი შეცდომის გააზრებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58