სამხრეთ კორეელი ბიზნესმენები სამთავრობო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 13:40

სამხრეთ კორეული ინვესტორთა ჯგუფის წევრებმა დღეს შეხვედრები გაიმართა იურიდიულ და აუდიტორულ საკონსულტაციო კომპანიებთან, სადაც ინვესტიციით დაინტერესებული ბიზნესმენები გაეცნენ საქართველოს კანონმდებლობას იურიდიული და საგადასახადო კუთხით.

დღესვე იგეგმება სამუშაო შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან. დღის ბოლოს სტუმრები ასევე მოინახულებენ გარდაბნის ქვესადგურს.

ხვალ დელეგაციას შეხვედებიან საქართველოს ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და ფინანსთა მინისტრები, რის შემდეგაც ვიზიტი ოფიციალურად დასრულდება.

სამხრეთ კორეული ინვესტორთა ჯგუფის წევრები გუშინ  საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი კოვზანაძეს შეხვდნენ, სადაც მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა ენერგოპროექტები.

საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენები წარმოადგენენ უმსხვილეს სამხრეთ კორეულ კომპანიებს ენერგეტიკის, სამშენებლო, წარმოებისა და ფინანსური სერვისების სექტორებიდან და მათ მასპინძლობს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. დელეგაციის წევრებს შორის არიან ისეთი წარმატებული კომპანიების ხელმძღვანელები, როგორებიცაა Hyundai E&C და KDB Daewoo.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59