ცხინვალის დრამატული თეატრი გორში საქველმოქმედო წარმოდგენებს გამართავს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 13:35

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, გორის კულტურის სახლში, 6 აპრილს, 14 და 17 საათზე, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამართავს საქველმოქმედო წარმოდგენებს „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მხიედვით).

სპექტაკლს, რომლის პრემიერა დევნილმა თეატრმა თბილისში 2011 წელს გამართა, ახლა ქალაქ გორში და გორის რაიონში ჩასახლებული დევნილები ნახავენ. მათ შორის, სტუდენტები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და ისინიც, ვინც წლებია არ ყოფილა თეატრში. წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია.

სპექტაკლის რეჟისორია გოჩა კაპანაძე, მხატვარი ქეთევან ციციშვილი, ქორეოგრაფი ნინა მახათელი. სპექტაკლში ცხინვალის ქართული თეატრის სამივე თაობის მსახიობები მონაწილეობენ.

ცხინვალის თეატრი უკვე რამდენიმე წელია აწ უკვე ნიკოლოზ რაჭველის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრშია განთავსებული. შესაბამისად, სარეპეტიციო დრო სპექტაკლების წარმოსადგენად ცხონვალის თეატრს შეზღუდული აქვს. მიუხედავად ხელისშემშლელი ფაქტორებისა, თეატრი ახერხებს წელიწადში რამდენიმე ახალი სპექტაკლი შესთავაზოს მაყურებელს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ ქართულ სცენას ნოდარ დუმბაძის თეატრალური სამყარო დაუბრუნა.

გოჩა კაპანაძის სპექტაკლი სიკეთეს, პატიოსნებას, მიმტევებლობას და ერთგულებას სამშობლოს და ახლობელი ადამიანების მიმართ ქადაგებს. მართალია, ოლღა ბებიასა და ზურიკელას სიუჟეტის ხაზს სხვა ამავე ავტორის მოთხრობების ეპიზოდებიც მიყვება, მაგრამ ის არ არღვევს წარმოდგენის საერთო მიზანს და იდეას-კეთილშობილებას. ამ სპექტაკლში უარყოფითი პერსონაჟი არ არსებობს, კონფლიქტი აქ ცალკეულ პერსონაჟებს შორის კი არა, არამედ ზოგად საკაცობრიო საკითხებთან და პოლიტიკურ მოვლენებთან არის წარმოდგენილი. ერთ მხარეს სოციუმი დგას, მეორე მხარეს კი ომი, როგორც ნეგატიური მოვლენა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41