პარლამენტის შენობის დარბაზების რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოცხადდა

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 13:04

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის დარბაზების რეკონსტრუქციაზე ტენდერი ცხადდება. სატენდერო წინადადების ღირებულება 5 მილიონი ლარია. სატენდერო პირობები პარლამენტის ვებგვერდზე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდება, რათა უცხოური კომპანიების დაინტერესება გამოიწვიოს. 

პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ 150 დღეში უნდა ჩააბაროს პარლამენტის სხდომათა დარბაზი, კინოდარბაზი, პირველი რესპუბლიკისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საკომიტეტო მოსმენათა დარბაზები.

პარლამენტის შენობის სარემონტო სამუშაოებს შპს "ორნამენტი" განახორციელებს, რომელმაც სატენდერო კომისიაში 21 კომპანიას შორის გაიმარჯვა და შენობის სარემონტო სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46