კულტურის სამინისტროს ჯგუფი რაბათის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს საზოგადოებას ხვალ გააცნობს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 12:53

ყველაფერს, ყველა დეტალს ხვალისთვის დაგეგმილ მრგვალ მაგიდაზე გავარკვევთ. ყველა მინუსს და პლუს დავადგენთ, რადგან რაბათის ციხე არის აბსოლუტურად ყველასი,  - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი რელიეფების გატანას, მინისტრის თქმით, მისი ვიზიტის დროს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

გურამ ოდიშარია მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის რაბათის ციხესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ნაჩქარევს უწოდებს.

"ბატონი პრეზიდენტის განცხადება, ისევე როგორც ბატონი მერაბიშვილის, იყო ნაჩქარევი, ზედაპირული და ზედმეტად პოლიტიზირებული. გარდა ამისა, ხვალ აუცილებლად გვექნება მრგვალი მაგიდა, რომლსაც დაესწრებიან სპეციალისტები, თვითონ რაბათის ციხის თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები, როგორც ვიცით, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ უნდა ამ შეხვედრაზე დასწრება, ყველას შეუძლია მოვიდეს, მათ შორის მასაც თავისთავად და იქნება არგუმენტები და კონტრარგუმენტები, - განაცხადა ოდიშარიამ.

მისი თქმით, კულტურის სამინისტროს ჯგუფი უკვე რაბათშია და ისინი საზოგადოებას უახლეს ინფორმაციას მიაწვდიან . 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.69
  • 3.11
  • 3.55
  • 0.04
  • 0.46
  • 1.58