ქართლის ღვინის ფესტივალის საკოორდინაციო შეხვედრაზე რეგიონის ხელმძღვანელები არ გამოცხადნენ

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 12:27

„გუშინ საღამოს ჩვენი რეგიონის ყველა თვითმმართველობის ხელმძღვანელი არათუ თანახმა იყო მოსვლაზე, არამედ იყო მათი მხრიდან დიდი დაინტერესება იყო დღვანდელი შეხვედრით. გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ ოლეგ იაძე, რომელმაც ჩემს მოადგილეს განუცხადა, რომ შეხვედრაზე არ მოვიდოდა, რადგან ასე დაავალეს", - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, ანდრო ბარნოვმა განაცხადა. გუბერნატორმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "ქართლის ღვინის ფესტივალის“ ჩატარებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე მოწვეული შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები დღეს გუბერნატორთან წინასწარ დაგეგმილ შეხვედრაზე არ გამოცხადნენ.

ანდრო ბარნოვის თქმით, გარდა ოლეგ იაძისა, ყველა სხვა დანარჩენი ოთხი საკრებულოს თავმჯდომარეებისა და სამი გამგებლის მხრიდან შეხვედრაზე მისვლის მზადყოფნა და დაინტერესება იყო. ბარნოვი არ გამორიცხავს, რომ მათი შეხვედრაზე გამოუცხადებლობა რომელიმე მაჟორიტარის ან პოლიციელის დავალებას უკავშირდებოდეს.

"არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ დავასახელო,  რომელმა მაჟორიტარმა ან პოლიცილემა დაავალა მათ, რომ არ მოსულიყვნენ, მაგრამ ფაქტია რომ დღევანდელი შეხვედრაზე არავინ მოსულა, რაც ძალიან სამწუხაროა. ცალსახაა, რომ ეს არის ზეწოლა ისევ ამ ადამიანების მიმართ რადგან ფაქტია, რომ მათ ჰქონდათ პროცესში ჩართვის სურვილი და, როგორც ჩანს, მათ ეს აუკრძალეს. განსაკუთრებით სავალალოა საკრებულოს თავმჯდომარეთა საქციელი, რომლებიც არჩეული ლიდერები უნდა იყვნენ და სინამდვილეში კი თითოეულს ათი უფროსი ჰყავს. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ თანდათანობით ისინი მაინც გამოერკვევიან და გაიგებენ, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ რეალურად.

ეს პროექტი მაინც განხორციელდება. ვერ წარმომიდგენია ვერანაირი მექანიზმი, რომელიც შეიძლება ამ საქმეს წინ გადაეღობოს. ესაა ის საქმე, რომელიც სჭირდება ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენ თუ ვლაპარაკობთ აგროსექტორის განვითარებაზე ეს არის რეალური გზა ამ განვითარებისა. მე არ მინდოდა, რომ მუნიცილაპიტეტებს ტელევიზიით გაეგოთ ფესტივალის შესახებ, მქონდა სურვილი, რომ ისინი თავიდანვე ჩართულიყვნენ ამ პროცესში, თუმცა მათ აქვთ გარკვეული ვალდებულებები ასეთი მასშტაბის ღონისძიებასთან დაკავშირებით და, ცხადია, ამ ვალდებულებების შესრულება მოუწევთ. ასე რომ, მათთან კოორდინაციას აუცილებლად გავაგრძელებ,“ - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის და რეგიონის მეღვინეთა მხარდაჭერის მიზნით ანდრო ბარნოვი ,,ქართლის ღვინის ფასტივალის“ ჩატარების ინიციატივით ერთ თვის წინ გამოვიდა. წამოწყებული კამპანიის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ,,ღვინის კლუბის“ წარნმომადგენლებს და მათთან ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ადგილობრივ მეღვინეთა ასოციაციის ჩამოყალიბების საჭიროებასაც, რომელიც ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, ხარისხის კონტროლის, ღვინის ბრენდირების და რეალიზაციის პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება ადგილობრივ მეღვინეებს. ,,ქართლის ღვინის ფესტივალის ჩატარება“ მაისის თვეში იგეგმება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46