საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 31,8 % - ით გაიზარდა

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 12:14

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.ცენტრის ინფორმაციით, 2013 წლის მარტის თვეში 363286 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 37 %-ით მეტია.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ჯამურმა რაოდენობამ 928 898 ვიზიტი შეადგინა, რაც 37,2%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 343 466 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 31,8%);

ბ) ტრანზიტი - 122 093 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 13.1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 49,4%);

გ) სხვა - 463 339 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 38.3%).

2013 წლის მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდანდა ირანიდან განხორციელდა. გარკვეული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით მარტში გამოირჩევიან პოლონეთის, შუა აზიის ქვეყნებიდან - უზბეკეთისა და ყაზახეთის , ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი ბელორუსიის მოქალაქეები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46