"ძლიერი თვითმმართველობისათვის" მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციას მხარდაჭერას უცხადებს

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2013 - 11:04

მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ფართომასშტაბიანი რეფორმის ეფექტური განხორციელებისა და მისი შედეგების მდგრადობის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომუშავე ცხრა ორგანიზაცია კოალიციაში „ძლიერი თვითმმართველობისათვის“ გაერთიანდა.

კოალიციაში აცხადებენ, რომ ამ რეფორმის წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა. კოალიცია მიესალმება მიმდინარე რეფორმას, უცხადებს მას მხარდაჭერას და მზად არის ორგანიზებული ძალისხმევით წვლილი შეიტანოს მის წარმატებულ განხორციელებაში.

"კოალიციაში შემავალ ორგანიზაციებს ღრმად სწამთ, რომ ცვლილებების გატარებისათვის პოლიტიკური და სამართლებრივ გადაწყვეტილებების მიღმა აუცილებელია ადგილებზე ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. შესაბამისად, კოალიცია მიზნად ისახავს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციით და შეთანხმებით შეიმუშავოს და განახორციელოს ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის მიმართული ღონისძიებები, რაც ასევე მოგვცემს შესაძლებლობას მივიღოთ უკუკავშირი ადგილებზე რეფორმის მიმდინარეობის შესახებ."- აცხადებენ კოალიციაში.

ცნობისთვის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ფართომასშტაბიანი რეფორმა დაიწყო.რეფორმა თვითმმართველი ერთეულების რეალურ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ დამოუკიდებლობას ითვალისწინებს. ასევე, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისათვის მაქსიმალური სამართლებრივი გარანტიების შექმნას, რეგიონულ დონეზე მმართველობის დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59