შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 23:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად კარლო ც. და გიორგი კ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა დამნაშავეები ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას 12 აბი „სუბოქსი" ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ კარლო ც-ს და გიორგი კ-ს ნარკოტიკული საშუალება საბერძნეთიდან ამანათით, ტანსაცმელში დამალული გამოუგზავნეს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45