არასრულწლოვანთა დაწესებულება ხუთმა მსჯავრდებულმა დატოვა

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 21:03

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში არასრულწლოვანთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა. არასრულწლოვანთა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ადგილობრივმა საბჭომ იმსჯელა. მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დაწესებულება დატოვა 5-მა მსჯავრდებულმა, 4-ს უარი ეთქვა, ხოლო ერთი პირის მიმართ გადაწყვეტილება დამატებითი კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული. საბჭოს წევრები 10 არასრულწლოვან მსჯავრდებულს პირადად გაესაუბრნენ.

სხდომაზე, რომელსაც საბჭოს წევრებთან ერთად არასრულწლოვანთა ადვოკატებიც ესწრებოდნენ, კოორდინატორების წარმოადგინეს დამატებითი ინფომაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც ეხებოდათ პირობით ვადამდე გათავისუფლება. მასში დეტალურად იყო აღწერილი სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში მსჯავრდებულის მონაწილეობა, შეიცავდა მათ ფსიქო-ემოციურ პორტრეტს და ამასთანავე იძლეოდა შესაძლებლობას ინდივიდუალურად შეფასებულიყო დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულთა გათავისუფლების შემთხვევაში დანაშაულის პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები გაიცა, რაც მომავალში პრობაციის ეროვნული სააგენტოს აქტიური ჩართულობით განხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44