სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ეკოლაბორატორია გაიხსნა

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 20:02

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი ეკოლაბორატორია გაიხსნა. ეკოლაბორა-ტორიას, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე რეგიონში არსებული გარემოს-დაცვითი ორგანიზაციები სასწავლო და სამეცნიერო მიზნებისათვის გამოიყენებენ.

აღნიშნული ლაბორატორიის გახსნა პროექტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება (CCADM) ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებდა USAID-ის დაფინანსებით მოხდა.

CCADM პროექტის ფაგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეკოლაბორატორიის აღჭურვილობა გადაეცა, ასევე მოხდა მისი კომპიუტერული უზრუნველყოფა. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტში არსებული მეტეოსადგურის რეაბილიტაცია და თანამშრომლების ტრენინგი მოხდა. ეკოლაბორატორიისა და მეტეოსადგურის ეფექტური ფუნქციონირებისა და მომავალი პარტნიორობისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტრომა ბატონმა მერაბ ბერიძემ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა ნანა ჯანაშიამ.

ეკოლაბორატორიის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, USAID-ის, CENN-ის, რეგიონული ხელისუფლების, ადგილობრივი სკოლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41