ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით ხვალ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 19:59

გარემოს დაცვის სამინისტროში ხვალ, 16:00 საათზე, ხუდონის ჰიდრო-ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, აგრეთვე, კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“, რომელიც ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განმახორციელებელია.

შეგახსენებთ, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. აღნიშნულის საფუძველზე ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA - Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი, აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკის ეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში.

ექსპერტებმა უკვე შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი და საქართველოში ხვალ ჩამოვლენ,  ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად დეტალურად შეისწავლიან საკითხს და შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43