ორ მეხუთეკლასელს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 19:44

ამერიკაში ორ მეხუთეკლასელ მოსწავლეს მკვლელობის მცდელობაში დასდეს ბრალი, - იტყობინება Associated Press. 10 და 11 წლის მოზარდები ქალაქ კოლვილის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები არიან.

სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ბრალის წაყენება არასრულწლოვანებისთვის. კანონის მიხედვით, 12 წლამდე მოზარდების გასამართლება არ ხდება, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ პროკურორი დაადასტურებს, რომ დანაშაული შეგნებულადაა ჩადენილი და გაცნობიერებულია მისი შედეგები.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ აღმზრდელობით დაწესებულებაში გადაიყვენენ, სადაც ისინი 18 წლამდე დარჩებიან.

მოზარდების დაკავების მიზეზი მათი კლასელი გახდა რომელმაც სასკოლო ავტობუსში თანაკლასელს დანა დაუნახა, ჩხრეკის შემდეგ კი მათ ჩანთაში აღმოაჩინეს ნახევრად ავტომატური პისტოლეტი 45-კალიბრიანი ვაზნების სრული კომპლექტით.

დაკავებული ბავშვების თქმით, მათ იარაღი უფროს ძმას მოპარეს.

როგორც სკოლის მოსწავლეები ამბობენ, ბიჭები ხშირად ემუქრებოდნენ მათ იარაღით და აშანტაჟებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5