საქართველოს პარლამენტს კადეტები ეწვივნენ

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 19:19

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მოწვევით, ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები დღეს პარლამენტს ეწვივნენ. კადეტებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს, საპარლამენტო საქმიანობას გაეცნენ, პლენარულ სხდომას დაესწრნენ და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს შეხვდნენ.

ირაკლი სესიაშვილი კადეტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობაზე და თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ესაუბრა, რომელთა განხილვაც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეობს.

"მიმაჩნია, რომ პარლამენტს და დეპუტატებს მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეთ შეიარაღებულ ძალებთან, სამხედრო მოსამსახურეებთან. მე ვიყავი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში. მათ შექმნილი აქვთ არაჩვეულებრივი პირობები იმისთვის, რომ მიიღონ სამხედრო განათლება და დაეუფლონ იმ პროგრამებს, რაც საგანმანათლებლო სისტემაშია დანერგილი. სურვილი გაგვიჩნდა დავამკვიდროთ ერთგვარი ტრადიცია, რომ კადეტები ესტუმრონ პარლამენტს, გაეცნონ საპარლამენტო საქმიანობას, დავგეგმოთ ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი როგორც პარლამენტისთვის, ისე მომავალი ოფიცრებისთვის“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამეტში სტუმრობისას კადეტებს ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45