საიამ კვლევის „დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე " პრეზენტაცია გამართა

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 18:52

საიამ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ  დაფინანსებული  პროექტის  ფარგლებში  მომზადებული კვლევის „დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე (სამართლებრივი ანალიზი, სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები)“ პრეზენტაცია გამართა. კვლევის მიზანს იმ სამართლებრივი მექანიზმების ანალიზი წარმოადგენს, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო შებოჭილია ვალდებულებით, უზრუნველყოს დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე.

კვლევამ აჩვენა, რომ დევნილის საცხოვრებლის უფლების აღიარების მიუხედავად, ქვეყნის შიდა კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ის სტანდარტები, რასაც სათანადო საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს. წარმოდგენილი სასამართლო საქმეების ანალიზის მიხედვით ხშირად სასამართლო სამართლებრივი ნორმების ფორმალისტურ ინტერპრეტაციას ახდენდა, თუმცა პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ საცხოვრებლის უფლების მნიშვნელოვანი ასპექტები შიდა მექანიზმებში სათანადოდ არ არის ასახული.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეედულებით კანონმდებლობის დახვეწის მიმართებით მნიშვნელოვანია:

• სათანადო საცხოვრებლის (მისი ყველა ასპექტის გათვალისწინებით) კონკრეტული კრიტერიუმები აისახოს შიდა ნორმატიულ აქტებში;

• დევნილთა განსახლებისას სახელმწიფომ გაითვალისწინოს მათი ინტეგრაციის ადგილი და განსაკუთრებული საჭიროებები;

• კანონმდებლობით დარეგულირდეს გამოსახლების იმგვარი პროცედურები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. მათ შორის, პოლიციის გაფრთხილების ჩაბარებიდან სავარაუდო ხელმყოფის უშუალო გამოსახლებამდე განისაზღვროს გონივრული ვადა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41