ნებისმიერი მუქარის პირობებში, მე გავაგრძელებ ნეპოტიზმის ფაქტების კვლევას - ირმა ნადირაშვილი

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 17:39

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი რეგიონული განვითარების სამინისტროს დღევანდელ განცხადებას, რომ ნადირაშვილს ერთდროულად სახელმწიფო და კერძო სამსაურში მუშაობდა, საგანგებო ბრიფინგით  გამოეხმაურა.

ნადირაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსაურის უფროსად დანიშვნისთანავე მინისტრის მრჩევლის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"იმ შემთხვევაშიც კი, მე რომ დამერღვია კანონი, ეს ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და არა პროკურატურას, როგორც მემუქრება ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ეს მუქარა ჩემთვის არის ლოგიკური. მათ უნდათ, რომ აღარ ვისაუბრო ნეპოტიზმზე. იმაზე, რომ ადგილი აღარ დარჩა, სადაც მათი ახლობლები, მეგობრები არ არიან დასაქმებული და პოპიაშვილების ოჯახი ამის ნათელი მაგალითია. ამ თემებით ვერ გადაფარავენ იმას, რომ 5 000–მა ადამიანმა დღეს დატოვა სამსახური. ისინი დატოვეს ლუკმა–პურის გარეშე. ნებისმიერი მუქარის შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ნეპოტიზმის ფაქტების კვლევას", – განაცხადა ირმა ნადირაშვილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ,  საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, უმცირესობის დეპუტატის ირმა ნადირაშვილის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მიზნით, სამინისტრო მთავარ პროკურატურას მიმართავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41