ზურაბ ხარატიშვილი პარლამენტს განხილვებში საარჩევნო კომისიის ჩართვისკენ მოუწოდებს

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 17:04

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი პარლამენტს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვებში საარჩევნო კომისიის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვისკენ მოუწოდებს.

როგორც ზურაბ ხარატიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტში დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საკრებულოების შუალედური არჩევნები შესაძლოა თებერვალში, ივნისში და ოქტომბერში გაიმართოს.

 დღეევანდელი კანონმდებლობით, საარჩევნო ციკლი არანაკლებ ორთვენახევრიან პერიოდს მოიცავს, ხოლო ორთვიანმა შუალედებმა შეიძლება გამოიწვიოს შუალედური საარჩევნო ციკლების გადაფარვა, რაც კოდექსით არანაირად არის გათვალისწინებული. შესაბამისად, საკანონმდებლო კოლიზიების, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის სერიოზულად გართულებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შევიდეს არჩევნების დანიშვნის ვადებსა და საოლქო საარჩევნო კომისიების ფორმირების წესშიც. ეს, თავის მხრივ, არსებითი ხასიათის ცვლილებაა და სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45