ჟურნალი National Geographic-საქართველო სტუდენტებისთვის დისკუსიებს ყოველთვიურად გამართავს

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 17:07

ჟურნალ National Geographic-ის  ქართული რედაქცია დისკუსიების სერიას უმაღლეს სასწავლებლებში ყოველთვიურად გამართავს. დისკუსიები ჟურნალის მიერ გაშუქებულ სხვადასხვა თემატიკას შეეხება.

 პირველი ასეთი შეხვედრა 3 აპრილს სტუდენტებთან საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა. შეხვედრაზე ჟურნალ National Geographic საქართველოს აპრილის ნომრის მოკლე პრეზენტაცია შედგა და გაიმართა დისკუსია თემაზე: სამეცნიერო მიღწევები “იურული პარკის” ამუშავებისთვის, ანუ ვითამაშოთ “ღმერთობანა”.

დისკუსიები არასპეციალიზირებულია და გათვალისწინებულია ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტისთვის. ლექცია პოპულარულ ენაზე აღწერს გადაშენებული სახეობის აღდგენის სამეცნიერო მიღწევებს (მათ შორის კლონირებაზე), ხოლო დისკუსიის ძირითადი ნაწილი შეეხება ეთიკურ-რელიგიურ მოსაზრებებს, ზოგად მიზანშეწონილობას, საფრთხეებს და ა.შ.

ამავე თემაზე დისკუსია იგეგმება: 4 აპრილს 15:00სთ-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 5 აპრილს 15:00სთ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ჟურნალი National Geographic აშშ ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური გამოცემაა. მისი პირველი ნომერი 1888 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ჟურნალის მთავარი მისიაა, გაავრცელოს ცოდნა ჩვენი პლანეტის შესახებ. ჟურნალი 37 ენაზე გამოიცემა, 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება და 60 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. ქართულენოვანი გამოცემის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვიდა.

ჟურნალ National Geographic-ს ქართულ ენაზე სატელეკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტი” წარმოგიდგენთ. ჟურნალის პოპულარიზაციისთვის, კომპანია “სილქნეტი” აბონენტებს სთავაზობს ჟურნალის გამოწერას ფასდაკლებით, იოლი და კომფორტული მეთოდით. SilkTV- ყველა მომხმარებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, ტელემენიუში ინტეგრირებული ღილაკის მეშვეობით გახდეს ჟურნალის გამომწერი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46