კახა კალაძე ინდოეთის სახელმწიფო ბანკისა და „ტრანს ელექტრიკას“ წარმომადგენლებს შეხვდა

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 16:56

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ინდოეთის სახელმწიფო ბანკისა და „ხუდონჰესის“ ინვესტორი კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე პროექტის დეტალები განიხილეს. ინდოეთის სახელმწიფო ბანკი დაინტერესებულია „ხუდონჰესის“ დაფინანსებაში შევიდეს. თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი დელეგაცია პროექტის ფინანსურ რისკებს სწავლობს, რომლის დასრულების შემდეგაც ინდოეთის სახელმწიფო ბანკი პროექტის განხორციელებისთვის სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

დელეგაცია მინისტრთან შეხვედრისას საქართველოს მთავრობის პოზიციით დაინტერესდა, თუ რა მიდგომები ექნება ახალ ხელისუფლებას პროექტის იმპლემენტაციის პერიოდში. ინდოეთის სახელმწიფო ბანკი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით საინვესტიციო თანხის 70%-ს დააფინანსებას გეგმავს.

პროექტი საეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ენგურზე 702 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,125 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6