სილქტივის აპლიკაციაში „საშინაო სკოლა“ ინგლისური ენის გაკვეთილები განთავსდა

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 16:52

კომპანია სილქნეტი მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. დღეიდან სილქტივის მენიუში ინგლისური ენის შემსწავლელი გაკვეთილები ჩაიტვირთა. პროგრამა ბიბისისა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტია და იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომელსაც ენის უფრო ღრმად შესწავლა სურს. ცოდნის გარდა, პროგრამა დაინტერესებულ მაყურებელს ბრიტანულ კულტურასაც აცნობს.

სილქტივის მომხმარებელი ინგლისური ენის სალექციო კურსის მოძებნას   „საშინაო სკოლის“ აპლიკაციაში შესვლით შეძლებს. პროგრამა ორ ნაწილადაა გაყოფილი და ჯამში ოცი გაკვეთილისგან შედგება. თითო გაკვეთილში თითო თემატური სიუჟეტია (შოპინგი, ცხოველები, სპორტი, ჰელოუინი, მოგზაურობა,ხელოვნება და ა. შ.).

„საშინაო სკოლა“ სილქტივის უფასო, შემეცნებითი სერვისია, რომელშიც სასკოლო საგნების ვიდეო–გაკვეთილებია შესული 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით. სერვისი ხელმისაწვდომია სილქტივის ყველა მომხმარებლისთვის თბილისსა და რეგიონში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46