შემოსავლების სამსახურმა დავების საბჭოს 2013 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 16:20

შემოსავლების სამსახურმა დავების საბჭოს 2013 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. როგორც "ჯეონიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 2013 წლის პირველ კვარტალში არსებითად განიხილეს 2574 საჩივარი, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 362 საჩივარი, ნაწილობრივ - 1620 საჩივარი, ხოლო არ დაკმაყოფილდა 592 საჩივარი.

„აღნიშნულ პერიოდში გადამხდელების მიერ გასაჩივრებული სადავო თანხის ოდენობა შეადგენდა 219,157,164 ლარს, საიდანაც დაკმაყოფილდა 100,778,324 ლარი. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველმა ორგანომ, კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, 172 გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან მთლიანად გაათავისუფლა. 2013 წლის პირველ კვარტალში შემოსავლების სამსახურში ასევე წარმოდგენილი იყო 697 საჩივარი, სადავო 34,693,700 ლარის ოდენობით. ეს საჩივრები განუხილველი დარჩა, ვინაიდან კანონმდებლობის შესაბამისად შემოსავლების სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, არსებითად ემსჯელა გასაჩივრებულ საკითხზე. ასევე აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურში განხილული საჩივრებიდან გადამხდელთა მხოლოდ 15 პროცენტმა გადაწყვიტა დავის შემდგომი გაგრძელება ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 ზოგადად, შემოსავლების სამსახურის, ასევე დავების საბჭოს საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდა. 2013 წლიდან, შემოსავლების სამსახურის შეთავაზების თანახმად, დავების საბჭო ღიაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.

აღსანიშნავია შემოსავლების სამსახურის ძალისხმევა გადამხდელთა სათანადო და დროული ინფორმირების კუთხით, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახა გადასახადების ადმინისტრირების ხარისხზე. შესაბამისად, 2013 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში საგადასახადო და საბაჟო შემოსავლების კუთხით 1615 მილიარდი ლარია მობილიზებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 63,5 მილიონი ლარით აღემატება. ზრდის პროცენტმა 4,1% შეადგინა. განსაკუთრებით მაღალია საშემოსავლო გადასახადის ზრდის ტემპი. აღნიშნული მაჩვენებელი 448,9 მილიონ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 19,0%-ით აღემატება“ - აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55