სიყვარულის სიმორცხვით შეპყრობილი მამაკაცები მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 15:52

სიყვარულის სიმორცხვე წარმოადგენს სიმორცხვის სპეციფიუკრ ტიპს, რომლის შედეგადაც ადამიანი ვერ ამყარებს ინტიმურ და ახლო ურთიერთობებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. სიყვარულის სიმორცხვე ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ ფსიქოლოგს   Brian G. Gilmartin -ს. ფსიქოლოგის მტკიცებით, კაცების დაახლოებით 1,5 %-ს აქვს სიყვარულის სიმორცხვე.

Gilmartin-მა გამოყო ექვსი კრიტერიუმი, რომლითაც ხდებოდა მამაკაცის სიყვარულის სიმორცხვის შეფასება: 1.ის ვაჟიშვილია; 2. იშვიათად ჩნდება გარეთ ქალთან ერთად;  3. საპირისპირო სქესთან არასდროს ჰქონია ახლო ინტიმური, ან ემოციური ურთიერთობა; 4. ურთიერთობის ნაკლებობას განიცდის; 5. ქალთან მარტო დარჩენა „ერთი-ერთზე“ ეშინია,  მეგობართანაც კი; 6. თავისი რომანტიული და ეროტიული (ანუ სექსუალური) ორიენტაციით მკაცრად ჰეტეროსექსუალია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიყვარულის სიმორცხვით „შეპყრობილი“ მამაკაცები ინტელექტის და განათლების მხრივ თითქმის არასდროს არიან დაბალ დონეზე, პირიქით, მათი შესწავლით დგინდება, რომ განათლებით და ინტელექტით, უმეტესად საშუალოზე მაღლა არიან, თუმცა შემოსავლებით საშუალოზე დაბლა.

სიყვარულის სიმორცხვის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ერთ-ერთია  მრავალი პაემნების დაგეგმვის პრაქტიკა.

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოგადად სიმორცხვის და სიყვარულის სიმორცხვის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ბავშვის სოციალური აქტიურობა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46