ლაფანყურის ინციდენტის მონაწილეები პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობენ - მამუკა არეშიძე

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 15:47

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაცია წინა მთავრობის მიერ იყო ინსცენირებული. ამის შესახებ არეშიძემ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე  გია ლორთქიფანიძე, ცდილობენ ლაფანყურის ინციდენტიდან გამიჯვნას.

"ის, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობს, ცდილობს ახლა ამას გაემიჯნოს, ეს იქნება ლორთქიფანიძე თუ მერაბიშვილი. თუმცა ავიწყდებათ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ სიმართლის დამალვა და რომლებიც სპეცოპერაციის დროს ლაფანყურში იმყოფებოდნენ. ისინი აუცილებლად ისაუბრებენ ამ თემაზე", - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გამოაქვეყნა 2012 წლის ანგარიში, სადაც ლაფანყურის ინციდენტზეა საუბარი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე კი სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს აბსურდულს უწოდებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58