პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება - ნოდარ ხადური

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 15:25

2013 წლის პირველი კვარტლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 63,5 მლნ ლარით გადააჭარბა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია 745.5 მლნ ლარი, რაც გასული წლის მარტის მონაცემებს 41.5 მლნ ლარით აღემატება. მისივე თქმით, საგადასახადო შემოსავლების კუთხით ზრდა იანვარსა და თებერვალშიც დაფიქსირდა.

"თებერვალში მობილიზებულმა თანხამ შეადგინა 408.3 მლნ ლარი, რაც 12.0 მლნ ლარით აღემატება 2012 წლის თებერვლის მაჩვენებელს. იანვარში საგადასახადო შემოსვლებმა შეადგინა 461.8 მლნ ლარი, 2012 წლის იანვარში ამ კუთხით მობილიზებული თანხა451.7 მლნ ლარია, მატება შეადგენს 10.1 მლნ ლარს.

2013 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია 1 615.5 მლნ ლარი,რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 63,5 მლნ ლარით აღემატება.

2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 55,3 მლნ ლარით აღემატება მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც, რომელმაც 1 553,5 მლნლარი შეადგინა“, - განაცხადა მინისტრმა.

ნოდარ ხადურმა საკონტროლო-სალარო აპარატებით გამოწერილი ჩეკების რაოდენობასა და ამ კუთხით ბიუჯეტში მობილიზებული თანხების შესახებაც ისაუბრა.

"2013 წლის პირველ კვარტალში გამოწერილი ჩეკების რაოდენობამ შეადგინა 196, 756 488 ცალი, რაც დაახლოებით 32 მლნ ლარით მეტია 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან. საკონტროლო-სალარო აპარატებით ამორტყმული ჩეკების მიხედვით გადახდილი თანხის ოდენობა 2013 წლის პირველ კვარტალში შეადგენს 3,683 მლნ ლარს, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,866 მლნ ლარს“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება 2013 წლის სამ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხადურის თქმით, გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებელი და შეადგენს 398 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, რაც 16 მლნ დოლარით აღემატება 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს. ასევე, 2013 წლის I კვარტალში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის პროფიციტმა წინასწარი მონაცემებით 180,5 მლნ ლარი შეადგინა (სსფ-სთან შეთანხმებული კლასიფიკაციით GFSM-1986) 2012 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 168,8 მლნ ლარით განისაზღვრა.

„ბიუჯეტის შესრულებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების პოზიტიური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ ქვეყანაში გაუმჯობესებულია ეკონომიკური გარემო, გაზრდილია ბიზნესაქტივობა, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოთა ბრუნვა. პირველი კვარტლის მონაცემები მიუთითებს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ შეიქმნება და მთავრობა შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს“, - აცხადებს ნოდარ ხადური.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44