ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სერთიფიკატები გადასცა

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 15:08

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს აკადემიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადების კურსის დახურვის ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და შს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი დაესწრნენ. გადამზადების კურსი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახლებული სასწავლო პროგრამით გაიარეს. კურსი 2013 წლის 14 იანვარს დაიწყო.

პროგრამა უცხოელი ექსპერტების დახმარებით შეიქმნა, სწავლების პროცესში კი თანამედროვე მეთოდები გამოიყენებოდა. აგრეთვე, კურსში ჩართული იყო პრაქტიკული და საველე ვარჯიშები, იმიტირებული სცენები და სტანდარტულ სიტუაციებში რეაგირების წესები პოლიციელთათვის. განსაკუთრებული ყურადღება პოლიციელის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს მიექცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59