თბილისის მოდის კვირეული 23-26 აპრილს გაიმართება

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 14:55

თბილისის მოდის კვირეული  23-დან და  26 აპრილის ჩათვლით გაიმართება, - ამის შესახებ კვირეულის ორგანიზატორებმა   სასტუმრო "holiday inn"-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადეს.

რიგით მე-8 თბილისის მოდის კვირეულზე შემოდგომა–ზათრის სეზონის კოლექციას  20–მდე დიზაინერი წარადგენს: საზღვარგარეთ მოღვაწე დიზაინერები რია ქებურია და გიორგი შაღაშვილი, ეკა ბალანჩივაძე, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, ატელიე 10ა, ატელიე კიკალა, ატელიე დალოოდი, ატელიე მატერია, ტატუნა ნიკოლაიშვილი და ავთანდილ ცქვიტინიძე. დიზაინერები სიმონ მაჩაბელი და თამარა კოპალიანი (პეპელა) პრეფომანსებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ასევე, თბილისის სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით გაიმართება დამწყებ დიაზინერთა კონკურსი “New Comers Day".

თბილისის 4-დღიან მოდის კვირეულს უამრავი უცხოელი სტუმარი ეყოლება: ფრანგული სააგენტო „Paris Planet Fashion” დამფუძნებელი ფაროუკ ჩექოუფი, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის პარტნიორი და წარმომადგენელი გახდა ევროპაში, მოსკოვიდან „ბიურო 24/7“ მთავარი რედაქტორი, მილანელი ფეშენ აიქონ – ჯიანი ფონტანა, იტალიელი ფოტო ფეშენ ბლოგერი ჯანლუკა სენესე, აზერბაიჯანიდან ჟურნალების “L’Officiel” და “ნარგიზის” მთავარი რედაქტორები, თურქეთიდან ჟურნალი „OK”, სტამბულის და ხაზახეთის მოდის კვირეულის ორგანიზატორები. ასევე ბაერები და სფეროს წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან.

ამასთანავე, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება 3 უცხოელი დიზაინერის ჩვენება – აინურ ტურისბეკ, უკრაინიდან კსენია შნაიდერი და ამერიკელი მარკ ბაუერის წვეულება, რომელზეც მისი ბოლო კოლექციიდან რამდენიმე კოსტუმს ქართველი მოდელები წარმოადგენენ.

თბილისის მოდის კვირეულის წარმდგენია "აჭარაბეთი', გენერალური სპონსორი "კარტ ნუარი", ოფიციალური მასპინძელი სასტუმრო "holiday Inn",; პარტნიორები: "ჯორჯიან ინვესტი", სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელსი", "გაბუნია და პარტნიორები", "აითინოვეიშენს"; მხარდამჭერები: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და თბილისის სამხატვრო აკადემია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5