ქართული ნატურალური ღვინოები საერთაშორისო გამოფენაზე წარდგებიან

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 14:39

იტალიაში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაზე “ვინივერი”, “ღვინის ეროვნული სააგენტოს” ორგანიზებით, წარდგენილი იქნება 12 ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია.

“ღვინის ეროვნული სააგენტოს” ინფორმაციით, 130-ზე მეტი ნატურალური ღვინის მწარმოებელ ევროპულ კომპანიებთან ერთად, გამოფენაზე წარდგება: “ხოხბის ცრემლები”, “ალავერდის მონასტრის მარანი”, “იაგოს ღვინო”, “ჯაყელების ღვინოები”, “ნიკოლოზ ანთაძის მარანი”, “კახაბერიშვილის მარანი”, “ჩვენი ღვინო”, “გაიოზ სოფრომაძის მარანი”, “ნიკოლაძეების მარანი”, “მარანი ნიკა”, “თელედა” და “ტყუპების საღვინე სახლი”.

გამოფენის სტუმრები შეძლებენ ქართული ღვინის დაგემოვნებას. გამოფენის მსვლელობისას დაგეგმილია შეხვედრები რესტორნების მფლობელებთან და აღნიშნულ დარგში მომუშავე ჟურნალისტებთან.

 ქართველი მეღვინეების გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზებას და მათთვის დამატებითი გაყიდვების გზების მოძიებას.

 გამოფენა ქალაქ ჩერეაში 6-8 აპრილს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46