ორტოტა სამოსის ისტორია მომთაბარე ტომებიდან მოდის

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 14:38

მსოფლიოსში, გამოკითხული ქალების უმრავლესობისათვის შარვალი ყველაზე მოხერხებული, პრაქტიკული და სასიამოვნო ყოველდღიური სამოსია. ამბობენ, რომ პირველი ქალი, ვინც შარვლის ჩაცმა გაბედა,  ჟანა დარკი იყო.

შარვლის ასაკის და წარმომავლობის დადგენას არქეოლოგები, ისტორიკოსები და ფილოლოგებიც კი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ორტოტა სამოსის ისტორია მომთაბარე ტომებს უკავშირდება: სკვითებმა, კანის დაზიანებისა და უამინდობისგან დასაცავად, ბეწვის და ტყავის „ტრუსისმაგვარი“ სამოსი შექმნეს.

საუკუნეების მანძილზე, შარვლის დიზაინი სწრაფი პერიოდულობით იცვლებოდა. XV საუკუნეში, ესპანეთში, ინგლისსა და საფრანგეთში პოპულარი იყო მოკლე ვიწრო ან განიერი შარვლები. XVI საუკუნეში, დიდებულთა “შარვლები” ესპანეთში ბალიშებს დაემსგავსა, XVII საუკუნეში ეს შარვლები კიდევ უფრო დაგრძელდა და გაჩნდა მუხლს ქვემოთ შესაკრავი “კიულოტები”, რომლებსაც სიამოვნებით ატარებდნენ არისტოკრატები, სამხედროები, უბრალო მოქალაქეები, ვაჭრები და მუშებიც კი, რომლებიც უპირატესობას შარვლის ჩექმაში ჩატანებას ანიჭებდნენ.

XIX საუკუნეში, საფაბრიკო წარმოების აქტიურად ამუშავების პარალელურად, გაჩნდა ნაკეცებიანი - უხეში, ძნელად დასაუთოვებელი ორტოტიანი სამოსი, სწორედ ამ “სახეობას” უწოდეს “შარვალი”. XIX საუკუნეში, ჯინსთან ერთად, გაჩნდა შორტიც, ხოლო XX საუკუნის ბოლოს, შეიქმნა “გალიფე” - ვიწრო, მუხლამდე მჭიდროდ მომჯდარი და ზემოთ გაფართოებული შარვლები, რომლებიც ხშირად, კომბინირებული სახით ქსოვილისა და ტყავის შეხამებით იკერებოდა.

მას შემდეგ შარვლის დიზაინში ბევრი არაფერი შეცვლილა, დღემდე ისევ ის თარგები მეორდება, რაც კაცობრიობამ საუკუნეების მანძილზე შექმნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი