მარჯანიშვილში აზერბაიჯანის დრამატული თეატრი ელჩინის „მკვლელს“ წარმოადგენს

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 14:18

აზერბაიჯანის აკადემიური ნაციონალური დრამატული თეატრი მარჯანიშვილის თეატრში 5 აპრილს საგასტროლო წარმოდგენას გამართავს, - ამის შესახებ "ჯეონიუსს"  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა და თეატრმცოდნემ ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა.

საგასტროლო წარმოდგენა ორმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამა ელჩინის „მკვლელი“ იქნება.

სპექტაკლის რეჟისორია მეხრიბან ალიზადე, სცენოგრაფია ეკუთვნის ილხამ ელხანოღლუს, კომპოზიტორია აიჯუნ სამედზადე, მხატრული განატება კი რაფაელ გასანოვს ეკუთვნის.

სპექტაკლში მონაწილეობენ აზდრამის წამყვანი მსახიობები, აზერბაიჯანის სახალხო და დამსახურებული არტისტები: საიდა კულიევა, მუინევარ ალიევა, ელხან კულიევი, ხიკმეტ რახიმოვი.

სპექტაკლი ეხმიანება საზოგადეობის თანამედროვე აქტუალურ პრობლემებს - სიყვარულს და ღალატს, მარტოობას და ბედნიერების ძიებას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58