ვანო მერაბიშვილი რაბათის კომპლექსის გადარჩენისთვის იბრძოლებს

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 12:40

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რაბათის კომპლექსის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტონ.

მერაბიშვილის თქმით, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ რაბათის კომპლექსის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, რაც იქ არსებული ობიექტების დახურვაში, პერსონალის ხელფასების შემცირებაში, მშენებლებისა და ყოფილი გამგებლის დაკითხვაში გამოიხატა.

ნაციონალური მოძრაობის გენმდივნის თქმით, დაკითხულია ყველა მშენებელი, რომელიც რაბათის ციხეზე მუშაობდა, ასევე ყოფილი გამგებელი და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

"ეს კომპლექსი ჩემ სახელთან ასოცირდება, მაგრამ ეს არის ახალციხის და მთლიანად სამცხეს რეგიონის მომავალი განვითარების საფუძველი, ამ რეგიონმა რაბათის ციხით დაიწყო განვითარება და თუ რამის გაკეთება უნდა ხელისუფლებას, ბევრი რამ დაგვრჩა დასამთავრებელი როგორც ამ კომპლექსში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მერაბიშვილის თქმით, ის რაბათის კომპლექსის გადასარჩენად თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობის შექმნას აპირებს.

"ნაცვლად გაფართოებისა, განახლებისა, განვითარებისა, თუ ხელისუფლება გააფუჭებს, დაანგრევს, შეცვლის, მე, პირად მეგობრებთათ ერთად, რაბათის ციხის გადასარჩებად მოძრაობას შევქმნი, რათა ეს დიდი მონაპოვარი დავიცვათ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39