სასჯელაღსრულების სამინისტრო ამნისტირებულ პირობით მსჯავრდებულთა სტატისტიკის ანალიზს აქვეყნებს

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 12:31

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ამნისტირებულ პირობით მსჯავრდებულთა სტატისტიკის 25 - 31 მარტის პერიოდის ანალიზს აქვეყნებს.

სამინისტროს ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 2013 წლის 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში ამნისტირებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფი 2432 პირობით მსჯავრდებული. მათ შორის: პირობითი მსჯავრი მოეხსნა - 1655 პირობით მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრი გაუნახევრდა - 212 პირობით მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრი შეუმცირდა - 565 პირობით მსჯავრდებულს.

ამნისტირებულ 2432 პირობით მსჯავრდებულს შორის 2325 მამრობითი (არასრულწლოვანი - 56, სრულწლოვანი - 2 235, ხანდაზმული - 34) და 107 მდედრობითი (არასრულწლოვანი - 1, სრულწლოვანი - 105, ხანდაზმული - 1) სქესის იყო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46