თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 12:04

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა. ირაკლი ალასანია უნგრელ კოლეგასთან ჩაბა ჰენდესთან გამართავს შეხვედრას. მხარეები საქართველო-უნგრეთის ორმხრივი თანამშრომლობის  საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ასევე, ISAF-ის მისიაში მონაწილეობასა და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას.

უნგრეთის თავდაცის უწყებაში ირაკლი ალასანია და ჩაბა ჰენდე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშორმლობის მემორანდუმს გააფორმებენ. დაგეგმილია ასევე, თავდაცვის მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია მანფრედ ვორნერის დარბაზში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უნგრეთის პარლამენტს ესტუმრება და საჰაერო ბაზას მოინახულებს. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლა უნგრეთის ეროვნულ უნივერსიტეტში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში 5 აპრილს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46